English
EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ში მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო ფინანსური შეღავათები

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში (შემდეგში-უნივერსიტეტი) სტუდენტთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით მოქმედებს სტუდენტთა  წამახალისებელი ფინანსური შეღავათები და სტიპენდიები.

 

SEU- ფინანსური  შეღავათი

1. SEU-ს  ფინანსური  შეღავათი არის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებული წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება უნივერსიტეტის პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის, და რომლის ოდენობაც განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველი  წინა სემესტრის აკადემიური სასწავლო კურსის მოსწრების უმდაბლესი მაჩვენებლით.

2. SEU-ს თანადაფინანსების ოდენობის დადგენის წესი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე:

 

შეფასება       -

მინიმალური ქულა წინა სემესტრში                        -

თანადაფინანსების ოდენობა       -

A

91-100 ქულა

1000 ლარი

B

81-90 ქულა

520 ლარი

C

71-80 ქულა

470 ლარი

D

61-70 ქულა

420 ლარი

E

55-60 ქულა

370 ლარი

 

3. SEU-ს ფინანსური შეღავათის მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმური პერიოდის  განმავლობაში,  წინა აკადემიური სემესტრში საკუთარი სწავლის შედეგების გათვალისწინებით.

SEU სტიპენდია

SEU სტიპენდია – არის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებული, სტუდენტზე გაცემული ფინანსური წახალისება.
ყველა სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს სტიპენდია (15 სასწავლო კვირა) მეორე სემესტრიდან წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.

SEU სტიპენდიის დადგენის წესი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე:

 

შეფასება     -

მინიმალური ქულა სემესტრში              -

სტიპენდიის ოდენობა თვეში

A

91-100 ქულა

100

B

81-90 ქულა

85 ლარი

C

71-80 ქულა

75 ლარი

D

61-70 ქულა

60 ლარი

E

55-60 ქულა

40 ლარი

 

 4. SEU სტიპენდიის მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმური პერიოდის განმავლობაში, უნივერსიტეტის წინა აკადემიურ სემესტრში საკუთარი სწავლის შედეგების გათვალისწინებით.

5. SEU სტიპენდიით სარგებლობა არ აისახება სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის საფასურის ოდენობაზე.