English
EN GE

კომპანია SMT (სოფთმასტერ ტრეიდი) 2002 წლიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გამოყენებით ხელს უწყობს ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.
Datalogic, Zebra, Honeywell, Tyco და სხვა მსოფლიო მოწინავე ინოვატორი კომპანიების პროდუქტების გამოყენებით, SMT მსხვილი და SME ბიზნესისთვის ქმნის ინდივიდუალურ ბიზნესს პროცესებსა და რესურსზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ ოპერირებას ხდის უფრო სწრაფს, ზუსტსა და შემოსავლიანს.
კომპანიის შესახებ ინფომაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე :http://www.smt.com.ge/


სტაჟირება ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.


კომპანია Softmaster trade გთავაზობთ სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში:

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიული ცოდნის ამაღლებას;
  • თეორიული ცოდნის პრაკტიკაში გამოყენებას;
  • გუნდში მუშაობის უნარების განვითარებას;
  • საკუთარი თავის გამოცდის კარგ შესაძლებლობას;


სტაჟირების მოკლე აღწერა :

  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-3 თვე;
  • სამუშაო განაკვეთი: არასრული/თავისუფალი;
  • სტაჟირება არის არაანაზღაურებადი, მომავალში დასაქმების პერსპექტივით;


პიროვნული თვისებები რომელიც გვჭირდება:

  • მოტივირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილსინდისიერება.

უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;


მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული.
  • სწავლების მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია (MSOffice:Word,Excel, Powepoint,Outlook).
  • სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის (ჩვენ თავად გაძლევთ მას).


მოვალეობები:

  • შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • პროექტის დაგეგმვა და კონტროლი;
  • მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ჯგუფის წევრებს შორის მედიაცია;
  • ბიზნეს პროცესის თითოეული ეტაპის შეფასება და დასახულ მიზნებთან შესაბამისობის კონტროლი.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების გავლის შედეგად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ.
მისამართზე:hr.softmaster@gmail.com


გისურვებთ წარმატებას!