English
EN GE

კომპანია SMT (სოფთმასტერ ტრეიდი) 2002 წლიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გამოყენებით ხელს უწყობს ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.
Datalogic, Zebra, Honeywell, Tyco და სხვა მსოფლიო მოწინავე ინოვატორი კომპანიების პროდუქტების გამოყენებით, SMT მსხვილი და SME ბიზნესისთვის ქმნის ინდივიდუალურ ბიზნესს პროცესებსა და რესურსზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ ოპერირებას ხდის უფრო სწრაფს, ზუსტსა და შემოსავლიანს.
კომპანიის შესახებ ინფომაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე : http://www.smt.com.ge/


კომპანია SMT აცხადებს სტაჟირებას ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სტაჟირების მოკლე აღწერა :

  • სტაჟირების ხანგრძლივობა : 1-3 თვე;
  • სამუშაო განაკვეთი : არასრული/თავისუფალი;
  • სტაჟირება არის არაანაზღაურებადი, შემდეგ დასაქმების პერსპექტივით;

ჩვენ გთავაზობთ :

  • თეორიული ცოდნის ამაღლებას;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას;
  • საკუთარი თავის გამოცდის კარგ შესაძლებლობას;

ჩვენ გვჭირდება შემდეგი პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;

უნარ-ჩვევები :

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი ;

მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
  • სწავლების მიმართულება : ბიზნესი და მენეჯმენტი
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint,Outlook);
  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, ამას ჩვენ თავად გაძლევთ;

მოვალეობები:

  • პროექტების დაგეგმვა და კონტროლი; 
  • შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • კომპანიის მარკეტინგული ხედვის განსაზღვრა და ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება; 
  • ბიზნეს პროცესის თითოეული ეტაპის შეფასება და დასახულ მიზნებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ჯგუფის წევრებს შორის მედიაცია;

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების გავლის შედეგად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.მისამართზე: 

hr.softmaster@gmail.com


გისურვებთ წარმატებას!