English
EN GE

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება თერმო და ჰიდრო საიზოლაციო მასალების მწარმოებელ კომპანია ვესტუსს. http://vestus.ge/ 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კლიენტების კონსულტაცია;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • კლიენტების რეესტრის წარმოება;
  • ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
  • Facebook-ისა და ვებ-გვერდის ადმინისტრირება - შემოსულ კითხვებსა და კომენტარებზე დროული რეაგირება;
  • ვებ-გვერდისა და Facebook-ის აქტივობის ანალიზი და შედეგების შესახებ რეპორტის მომზადება;
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება. სასურველია, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და/ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • გაყიდვების, ან/და მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა. (MS Office).
     

აუცილებელი თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • სისხარტე;
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
     

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 
     

ანაზღაურება: 

  • ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი, (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში);
  • ბონუსი: გაყიდვების 3%;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
     

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.