English
EN GE

სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრი (CRDC) აცხადებს სტაჟირებას

(CRDC) საკუთარ საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს. ტრენინგ ცენტრი და პროექტები. ტრენინგ ცენტრი, პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით, დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლებას ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, ფსიქოლოგიის და სხვა მიმართულებებით.

სამუშაო აღწერილობა:

  • ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • შეხვედრების დანიშვნა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ვებგვერდის და სოციალური ქსელების მართვა;
  • პროექტების ინიცირება და მხარდაჭერა;
  • ანგარიშგებების მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს)
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინ. B1დონე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინიციატივიანი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი.

 

ჩვენი შეთავაზება:

  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი;
  • ანაზღაურება: გამომუშავებით;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა -  სტაჟირების პროგრამის ვადა 3 თვემდე, წარმატებულ სტაჟიორები დასაქმდებიან)
  • ახალი კონტაქტები, საინტერესო პროექტები და თანამშრომელზე ორიენტირებული მიდგომები;
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა (2).

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი  CV (ფოტოსურათთან ერთად) 5 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე contact@crd.ge, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება“.

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული CV-ების გადარჩევა;
  • გასაუბრება (2 ეტაპიანი).

 

განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს გელოდებით ჩვენს გუნდში!
 

დაკავშირება მოხდება, შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!