English
EN GE

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე.

დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • თანამშრომლის პროგრამულად დანიშვნა და მისი სამუშაო ბარათის მართვა;
  • საჭიროების მიხედვით  სხვადასხვა რეპორტების მომზადება პროგრამის საშუალებით;
  • გასაცემი ხელფასების/პრემია-დანამატების/დაქვითვების დაანგარიშებების  მიწოდება  შესაბამისი დეპარტამენტისთვის;
  • გაცემული  ხელფასების  შესახებ  მოთხოვნილი  ინფორმაციების  დამუშავება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.


განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია საფინანსო, აღრიცხვის, აუდიტის, მენეჯმენტის მიმართულებებით;
  • სავალდებულოა მსგავს სფეროში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • სავალდებულოა  Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და ასევე, სხვა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება

ბოლო ვადა: 21 დეკემბერი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.