English
EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-სა და სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, სეუ-ს სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა, გაიაროთ საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო კურსი.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის შემდეგ სპეციალობებზე:

  • ფინანსები 
  • მენეჯმენტი
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • სამართალი
  • ასევე მაგისტრატურის საფეხურის სამართლისა და საბანკო საქმის სპეციალობის სტუდენტებისთვის.

პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრა გაიმართება საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან 24 ოქტომბერს, 17:00-ზე საკონფერენციო დარბაზში (713).

-

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ფინანსური აუდიტი (ტრენერები - თორნიკე შერმადინი, ვახტანგ კეჟერაძე);
  • შესაბამისობის აუდიტი (ტრენერი - ვახტანგ კეჟერაძე,);
  • ეფექტიანობის აუდიტი (ტრენერი - ბიძინა მაყაშვილი);
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და 
  • ფინანსური ანგარიშგება (ტრენერი - ზურაბ თოლორდავა);
  • საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესახებ (ტრენერი - ივანე შავდათუაშვილი).

-

სეუ-ს სტუდენტები ისარგებლებენ აღნიშნულ პროგრამაზე განსაკუთრებული შემოთავაზებით და კურსის ღირებულება ნაცვლად 1300 ლარისა შეადგენს 850 ₾-ს

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5 წლიანი სერტიფიკატი.

სტუდენტები, რომლებიც აიღებენ სერტიფიკატს, გაივლიან სტაჟირებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. (პირობა ეხება სტუდენტების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლებიც პირველივე ცდაზე ჩააბარებენ გამოცდას).