English
EN GE

სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და კარიერული განვითარების ცენტრი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გთავაზობთ უფასო ტრენინგს თემაზე "როგორ ვიპოვოთ სასურველი სამუშაო".

მასტერკლასს წარუძღვება TBC - თიბისი ბანკის HR ბიზნეს პარტნიორი & შერჩევის ჯგუფის უფროსი: ნატალია სარალიძე.

-

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი სამსახური?
  • რა უნდა გავითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას?
  • სად გადის ზღვარი კვალიფიკაციასა და მოთხოვნებს შორის?
  • რატომ გვიჭირს ჩვენთვის სასურველი სამუშაოს მოძიება?
  • ძირითადი შეცდომები, რომელთაც უშვებენ სამუშაოს მაძიებლები?

-

სპიკერი ისაუბრებს კონკრეტულ ქეისებზე და დამსწრეებს ინდივიდუალურ რჩევებს მისცემს!

გელოდებით 23 ოქტომბერს, 18:00-საათზე
სეუ-ს საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორიის N713)

მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები.
სერთიფიკატის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2yjLQBM