




პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება
- რეგულარული რეპორტების წარმოება
- ანალიტიკური რეპორტების წარმოება და მიწოდება
- სააღრიცხვო პროგრამაში საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის იმპორტი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზების დამუშავების ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);
- სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების განსაკუთრებულად კარგად ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
- საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „ანალიტიკოსი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ვადა 17 ოქტომბერი 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!