English
EN GE

კომპანია ვაისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ფინანსური მიმართულებით (ბუღალტერია/აუდიტი).

 

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.weiss.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ადამ მიცკევიჩის 29ა

გრაფიკი: სრული/არასრული, 11:00-18:00 (სტუნდეტებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ლექცია-სემინარებთან).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ბაზის მიხედვით გამავალი ზარის განხორციელება;
  • პოტენციური პარტნიორებისთვის საფინანსო მიმართულების შეთავაზება;
  • ბაზის მუდმივი განახლება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისის პრეზენტაცია; 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ენების ცოდნა: ქართული - გამართულად, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • აქტიური;
  • მოწესრიგებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მქონე;
  • შრომისმოყვარე;
  • ენერგიული;

 

 

ანაზღაურება: საბონუსე (მუდმივად მზარდი).

 

სქემა (ბუღალტერია/აუდიტი): მაგალითად გაყიდვების მენეჯერმა დაიკონტრაქტა კომპანია, რომელიც ყოველთვიურად გადაიხდის მომსახურების 500 ლარს (საშემოსავლოს ჩათვლით/როგორც წესი მინ 1 წლიანი კონტრაქტები ფორმდება). პირველ თვეს (კონტრაქტის გაფორმების თვე), აგენტი იღებს მთლიანი თანხის 50%-ს, ამ შემთხვევაში 250 ლარს (საშემოსავლოს ჩათვლით), ხოლო შემდეგ თვეებში (მთლიანი საკონტრაქტო პერიოდის მანძილზე) უკვე საკომისიოს 15% ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით).

 

 

შესაბამისად, მათი ხელფასი არის მუდმივად მზარდი და უკვე გარკვეული ეტაპის მერე გამოუვათ ფიქსირებული ხელფასი და მუდმუვად დამატებითი თანხა ყოველ ახალ მოყვანილ კომპანიაზე.

 

დაინტერესებულ პირებს რეზიუმე შეუძლიათ გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@weiss.ge ან mkukava@weiss.ge  და სათაურის ველში მიუთითონ: გაყიდვების მენეჯერი (ბუღალტერია/აუდიტი)