English
EN GE

პრემიუმ კლასის სასტუმრო "City Center" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის და ღამის ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 (+ბონუსები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio/Opera) ცოდნას მიენიჭება უპირატესობად;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;

მოვალეობები:

  • სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება და ანგარიშწორება;
  • ჯავშნების პროგრამულად ასახვა, ეფექტურად გადანაწილება და კონტროლი;
  • სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება;
  • საბუთების მართვა და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეპორტის წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
  • მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • მენეჯერის დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@city-group.ge

წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".

"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue   და City Center

გისურვებთ წარმატებებს!