სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა


პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალური ცხოვრების განვითარებას საზოგადოებრივად მოაზროვნე, მრავალმხრივ განვითარებული მოქალაქეებისა და მაღალი კომპეტენციის ფსიქოლოგების მომზადებას. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის ფართო პროფილის ცოდნის მიცემას მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითადი სფეროების შესახებ, და სტუდენტის ინდივიდუალური ინტერესების შესაბამისად - მისი აკადემიური პროფილის კონცენტრირებას ფსიქოლოგიის სამ ძირითად - კლინიკური ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიისა და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებებით.
სტუდენტები ეუფლებიან აღქმის, აზროვნების, მოტივაციის და ზოგადად, ადამიანური ურთიერთობის კანონზომიერებებს. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს მისცეს ისეთი განათლება, რომელიც შემდგომში პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვისა და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებისთვის არის აუცილებელი.

Message body empty