English
EN GE

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Midea-ს  ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში (შპს „MAGNIUM+“), რომელიც გათბობა/კონდიცირება/ვენტილაციის სისტემების იმპორტითა და რეალიზაციით არის დაკავებული, სეუ-ს დამამთავრებელი კურსის სტუდნეტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი მომხმარებლების მოძიება და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვა (B2B)
  • არსებული მომხმარებლების ოფისში მიღება პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების შემდგომი სერვისი (B2B)
  • კომერციული წინადადებების მომზადება
  • პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია ტექნიკური პარამეტრებისა და უპირატესობების გათვალისწინებით
  • საპროექტო ობიექტზე გასვლა და პირველადი შეფასება - კონსულტაცია
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების მუდმივი ანალიზი
  • ყოველთვიური რეპორტინგი
  • გუნდური მუშაობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Word, Excel)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
  • AutoCAD-სა და 1C პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

 

სხვა მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სწრაფად ადაპტაციის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

 

პირველი 3 სამუშაო თვის განმავლობაში კანდიდატები გაივლიან შესაბამის სწავლებას. ანაზღაურება სწავლების პერიოდში იქნება 450 ლარი, ხოლო შემდგომ პერიოდში შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება კანდიდატის უნარებზე.

 

კომპანია  „MAGNIUM+“-ში შტატით განსაზღვრული თანამშრომელის საშუალო ხელფასი შეადგენს 2000 ლარს.

 

„ჩვენი მიზანია მოტივირებული ადამიანების დასაქმება, რომლებიც შეძლებენ როგორც ფინანსური ასევე კარიერული თვალზასრისით მუდმივ წინსვლას.“ - შპს „MAGNIUM+“

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 27 მაისის ჩათვლით  გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე  career@seu.edu.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ “MAGNIUM+”