|
 |
|
“სეუს” შენობაში უნივერსიტეტის ბაზაზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო ცენტრი – „სეუს კლინიკა". ცენტრი უზრუნველყოფილია ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური განყოფილებებით. კლინიკაში მუშაობს გამოცდილი პედიატრი, ფსიქოთერაპევტი, ლოგოპედი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ორთოპედი, ფიზიოთერაპევტი, მასაჟისტი და ექოსკოპისტი. „სეუს” კლინიკა აღჭურვილია თვალის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის უახლესი აპარატურით.
|
კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს ტკივილის მართვის ცენტრი – PMC (Pain Management Cenre), რომელიც უზრუნველყოფილია ხერხემლის კომპიუტერული ტრაქციისა (დაჭიმვა) და მანუალური თერაპიის შესაძლებლობებით.
კლინიკაში პრაქტიკას გადიან “სეუს” სამედიცინო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები. მათგან წარჩინებულები დასაქმდებიან „სეუს” კლინიკაში.
|