SEU - Georgian National University

No, thanks.

UNIVERSITY

SEU-ს წარმატებულ აბიტურიენტთა საზაფხულო სკოლა 10 - 14 აგვისტო

04 August, 2017

    პირველად საქართველოში

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აორგანიზებს საზაფხულო სკოლას აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სურთ, რომ თავიანთი სტუდენტობა დაუკავშირონ სეუსაბიტურიენტებს, რომლებსაც 2017 წელს ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველ პრიორიტეტად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი პროგრამა აქვთ არჩეული, SEU აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ თავიანთი სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლით
  •  4 დღის განმავლობაში, SEU-ს ადმინისტრაცია და ყველა მიმართულების საუკეთესო პროფესორები გაგაცნობენ უნივერსიტეტს, ჩაატარებენ ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს ყველა სპეციალობის ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
  • საზაფხულო სკოლა ჩატარდება გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში".SEU-ს აბიტურიენტთა საზაფხულო სკოლის პირველ ნაკადში ჩაერთვება 40 აბიტურიენტი სხვადასხვა პროგრამიდან, რომელთა მონაწილეობა სრულად დაფინანსებული იქნება უნივერსიტეტის მიერ. 

             
       საზაფხულო სკოლის პროგრამაში შედის:

  • ტრანსფერი - თბილისი-გრიგოლეთი-თბილისი
  • განთავსება სასტუმროში
  • 3- ჯერადი კვება
  • საზაფხულო სკოლის ფარგლებში ინტერაქციული მეცადინეობები
  • კონკურსები და შეჯიბრებები
  • სპორტული და კულტურული ღონისძიებები და კონცერტი

 

კურსის მოსმენის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა 2017 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით უნდა გადმოაგზავნონ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ფორმის ამონაწერი, გამოცდების შედეგების ამონაწერი (აბიტურიენტის ვებგვერდიდან), საკონტაქტო ინფორმაცია და ფოტოსურათი საზაფხულო სკოლის ელექტრონულ მისამართზე   [email protected]    2 90 00 00 

Message body empty