ტრენინგ-სემინარი ფსიქოლოგიის პროგრამების განვითარების მიზნით
17 October, 2017
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნივერსიტეტის ყველა პროგრამის პროფესურასთან.
კვირას, 22 ოქტომბერს, საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამუშაო შეხვედრა-სემინარი შეხვედრა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო კურსების განმახორციელებელ პროფესურასთან.
ტრენინგ სემინარის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი მუშაობა უნივერსიტეტის და ფსიქოლოგიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სამომავლო განვითარებაზე, სწავლის მეთოდოლოგიისა და შეფასების კრიტერიუმების ობიექტურობაზე, საუნივერსიტეტო კვლევების განვითარებაზე, ასევე განხილული იქნება აკადემიური პერსონალის აფილირების მოდელი.
ტრენინგის შედეგად უნივერსიტეტისა და მონაწილე პროფესურის ერთობლივი მუშაობით, შემუშავდება უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის განვითარების სამომავლო მოდელი.
პროგრამის განმავითარებელ სემინარში მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სასწავლო კურსების ხელმძღვანელ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.
სემინარში ჩართვა შეუძლია ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს (შეირჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე 3-3 სტუდენტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიდან)