სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვა

ინგლისურ ენოვან პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის მსურველი აბიტურიენტების მიღება ხდება შემდეგი პროცედურების გავლით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • აპლიკაციის ფორმა
  • აპლიკანტის ამჟამინდელი ან ბოლოდროინდელი აკადემიური ჩანაწერის ასლები და მისი დანართი (ნიშნების ოფიციალური ჩანაწერი)
  • პასპორტის ასლი


საბუთები აპლიკანტმა უნდა გააგზავნოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] რის შემდეგაც სამსახური მიღებულ საბუთებს აგზავნის სეუს საქმის წარმოების და რეესტრის სამსახურში და ხდება განაცხადის დარეგისტირება.

განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტს ჩაუტარდება ონლაინ გასაუბრება რომლსაც ატარებს უცხოენოვანი პროგრამის შესაბამისი ენის სპეციალისტი ფაკულტეტის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად.

ინტერვიუს წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები იგზავნება სეუს საქმის წარმოების და რეესტრის სამსახურში პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ თანხმობის წერილის მისაღებად. კანდიდატის ინფორმირებას მისი აპლიკაციის წარმატების/წარუმატებლობის შესახებ ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ელ. ფოსტის საშუალებით.

აღსანიშნავია რომ SEU-ში ჩარიცხვის თანხმობის წერილის მიღება არ ნიშნავს გარანტირებულ ადგილს პროგრამაში. ამისათვის საჭიროა მოხდეს აპლიკანტის დოკუმენტების გადამოწმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და აპლიკანტმა გადაიხადოს  სწავლის საფასური. ამის შემდეგ  SEU მომავალ სტუდენტს გაუგზავნის ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს.

სწავლის მსურველმა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენამდე, უნდა მოახდინოს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge ელ-ფოსტა: [email protected]). 

ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დადასტურდეს ნოტარიულად. არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში საბუთები არ მიიღება განსახილველად. 

*ინდოეთის მოქალაქეებმა, ვისაც სურს სწავლა სეუს ერთსაფეხურიან მედიცინის პროგრამაზე, დამატებით უნდა წარმოადგინონ ჩაბარებული NEET (NATIONAL ELIGIBILITY CUM ENTRANCE TEST) გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი.  

ვიზა და ბინადრობის ნებართვა

საქართველოში ჩამოსვლამდე აუცილებელია სტუდენტმა მიიღოს D3 კატეგორიის ვიზა, რისთვისაც საჭიროა მიმართოს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებას.

96 ქვეყნის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან ეწვიონ საქართველოს 1 წლიანი ვადით. (ევროკავშირის წევრი, არაბეთის გაერთიანეული საამიროები, საუდის არაბეთი, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები) დამატებითი ინფორმაციისათვის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ:

https://www.geoconsul.gov.ge/ka

მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, ბინადრობის ნებართვის  მისაღებად. ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია: 

  • განაცხადის შევსებული ფორმა;
  • პასპორტის ასლი;
  • საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • საქართველოს უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სერთიფიკატი.
  • კანონიერი შემოსავლის ან საბანკო რეკვიზიტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სურათი ზომით 3x4.
  • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი;


საერთო საცხოვრებელი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქე  სტუდენტების კონსულტაციას საერთო საცხოვრებლის პოვნის მიზნით ჰოსტელებთან და საერთო საცხოვრებლებთან.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ჰყავს სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი, ინდოეთი, ეგვიპტე, იორდანია,და სხვა.  

სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

Message body empty