 |
|
"სეუს" შესახებ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, “სეუ”, 2001 წელს დაარსდა.უნივერსიტეტის დამფუძნებელია რექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია კავთელიშვილი. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, “სეუ”, აკრედიტებული სასწავლებელია. იგი მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლება აქვს. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი კერძო სამართლის იურიდიული პირია. უნივერსიტეტის ძირითადი საქმიანობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება და შემოქმედებითი მუშაობის წარმართვაა. |
უნივერსიტეტი მოიცავს შემდეგ საგანმანათლებლო საბაკალავრო ფაკულტეტებს:
1. ბიზნესისა და მართვის; 2. სოციალურ მეცნიერებათა; 3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების; 4. არქიტექტურისა და მშენებლობის;
5. კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტებს.
|
|
 |
მიმდინარეობს ასევე სწავლება შედეგ საგანმანათლებლო სამაგისტრო ფაკულტეტებზე: 1. ბიზნესისა და მართვის; 2.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტებზე;
უნივერსიტეტის მიზნებია:
|
|
• მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურება; • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთათვის უნივერსიტეტის ინტელექტუალური მიღწევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• სწავლების თანამედროვე მიმართულებისა და ახალი დისციპლინების დანერგვა;
• საბაზრო ეკონომიკის ახალ ცვალებად გარემოში მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი სტუდენტების მომზადება.
|
უნივერსიტეტი აკმაყოფილებს სწავლების ევროპულ სტანდარტებს
დღეისათვის უნივერსიტეტი ფლობს ყველა მატერიალურ და ინტელექტუალურ რესურსს, რაც ევროპული სტანდარტის სპეციალისტების მოსამზადებლად არის საჭირო.
|
სასწავლებლის კორპუსი უზრუნველყოფილია კაბინეტურ-ლაბორატორიული სისტემით, საგანმანათლებლო კომპიუტერული სერვის–ცენტრებით, ლინგოფონის კაბინეტით, ვიდეოთეკით, აუდიოთეკით, სასწავლო ტელე–რადიო სტუდიით, მდიდარი საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდით, სპორტული და საკონფერენციო დარბაზებითა და სტუდენტური კაფე–ბარით.
“სეუს“ ფარგლებში ტარდება ლოკალური და საერთაშორისო, ასევე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები. არსებობს უნივერსიტეტთან დაფუძნებული დიაგნოსტიკური ცენტრი, „სეუს“ კლინიკა, სადაც პრაქტიკას უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან.
|
|
|
“სეუს“ სტუდენტები
“სეუს” სტუდენტებს შორის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური შეჯიბრების მრავალი ჩემპიონია. უნივერსიტეტში ამჟამადაც სწავლობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული მრავალი სპორტსმენი, მსოფლიოს, ევროპისა და ევრაზიის ოლიმპიური თამაშების მრავალი ჩემპიონი და პრიზიორი.
 |
|
“სეუს” სტუდენტები წარმატებით ასპარეზობენ ჭიდაობის შეჯიბრებზე. უნივერსიტეტის მინი საფეხბურთო გუნდი, “სეუ”, “ბენდელას” თასის მფლობელი და სამგზის ფინალისტი, ასევე 2009 წლის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტებს შორის არიან ისეთი სახელგანმთქმული ანსამბლების მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები, როგორიცაა “ერისიონი”, სუხიშვილები”, “რუსთავი” და სხვა. სტუდენტების ბაზაზე უნივერისტეტში შექმნილია ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ერისეული”. |
“სეუს” მრავალი ნიჭიერი სტუდენტი და კურსდამთავრებული სხვადასხვა სააგენტოს წარმატებული მოდელი, საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ გამართული სილამაზის კონკურსების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული „მისია“. “სეუს” სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა სატელევიზიო შემეცნებით-გასართობ პროგრამებში. “სტუდენტური პერსპექტივა” და “სტუდენტური დემოკრატია” ის სატელევიზიო პროექტებია, რომლებშიც “სეუს” სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. „სეუს“ ახლო მომავალი 2010 წლის ოქტომბრისთვის დასრულებული იქნება „სეუს“ ახალი თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა. შენობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტილის აუდიტორიებით, ინფორმატიკის კაბინეტ–ლაბორატორიებით, აუდიო–ვიდეო კაბინეტით, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის პროფესიული ვიდეო – და ფოტოკამერებით, ასევე ვიდეო სამონტაჟო აპარატურით აღჭურვილი სტუდიითა და ევროპული დონის კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებლით. სტუდენტურ საცხოვრებელში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და სანიტარიულ–ჰიგიენური პირობებით. მათი უსაფრთხოებისთვის აუდიტორიებში დამონტაჟდება ვიდეოთვლები, ხოლო შენობას „სეუს“ დაცვა დაიცავს. შენობის ბოლო სართულზე დამონტაჟდება 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზი, ასახდელი მინის სახურავით. ახალ შენობასთან ერთად იფუნქციონირებს „სეუს“ ახლანდელი, ასევე კეთილმოწყობილი რვასართულიანი შენობა. „სეუ“ ზრუნავს საკუთარი სტუდენტების მომავალზე!
|