სამეცნიერო კონფერენციები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
სპეციალურად სტუდენტებისთვის „სეუში“ უზრუნველყოფილია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, სადაც წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, სტუდენტები შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციებს მართავენ.
2010 წელს “სეუს” საკონფერენციო დარბაზი „ბავშვთა თავის ტკივილების მსოფლიო კონგრესს“ მასპინძლობს. კონგრესს “სეუს” კლინიკის მთავარი ექიმი, ევროპის ბავშვთა თავის ტკივილების ვიცე–პრეზიდენტი, სოფია ნატრიაშვილი, გაუძღვება.
საკონფერენციო დარბაზში სემესტრში ორჯერ ასევე იმართება შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. ცნობილი ადამიანები სტუდენტებს კითხვა–პასუხის რეჟიმში უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მოუთხრობენ საკუთარი კარიერული ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ.
ინტელექტკლუბი
„სეუში“ სტუდენტების ინიციატივით შექმნილია ინტელექტკლუბი. კლუბი დაყოფილია გუნდებად. თითოეულ გუნდს საკუთარი კაპიტანი ჰყავს. ინტელექტკლუბი „სეუს“ საკონფერენციო დარბაზში სისტემატურად მართავს შიდასაუნივერსიტეტო გუნდურ შეჯიბრებს. გეგმავს ასევე უნივერსიტეტთაშორის შეჯიბრებში მონაწილეობას.
|