რეგისტრაცია
სახელი 
პაროლი 
 
მიღება სეუში საბაკალავრო პროგრამებზე 2010-2011 სასწავლო წლისათვის


ჩვენ გვაქვს ის, რაზეც ყველა სტუდენტი ოცნებობს

გინდა გახდე სეუს სტუდენტი? მოემზადე! შენ სეუს ძალიან საინტერესო და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვა გელის.

სეუს სტუდენტობა არ ნიშნავს მხოლოდ განათლების მიღებას. ატარებდე სეუს სტუდენტის საპატიო სტატუსს, გავალდებულებს იყო წარმატებული ფეხბურთელი, რაგბისტი, მოკრივე, მოცურავე, მომღერალი, მოცეკვავე, როკ მუსიკოსი, მსახიობი, მელომანი... იყო ის, ვინც ბავშვობაში გინდოდა, რომ ყოფილიყავი.

სეუში შენთვის შექმნილია:

– სუპერთანამედროვე ფიტნესკლუბი, აერობიკისა და სატრენაჟორო სექციებით, გასახდელით და საშხაპე განყოფილებით;

– ორთაბრძოლების სექცია, სადაც კრივში მსოფლიო სამოყვარულო კრივის ასოციაციის რეფერი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი, დავით ქავთარაძე, გავარჯიშებს;

– ყველა საუნივერსიტეტო შეჯიბრის ჩემპიონი და ბენდელას თასის მფლობელი საფეხბურთო გუნდი „სეუ“, საკუთარი საფეხბურთო ფორმებითა და ავტობუსის მომსახურებით;

– რაგბის ახალი გუნდი „სეუ“;

– თანამედროვე აპარატურითა და უმაღლესი დონის განათებით აღჭურვილი დისკოკლუბი, სადაც შენი ორგანიზატორობით მოეწყობა დისკოთეკები, დაიდგმება შოუები და გაიმართება კონცერტები;

– ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ერისეული", სადაც შენ სიმღერისა და ცეკვის ნიჭის გამოვლენის შესაძლბელობა გექნება;

– თანამედროვე და უახლესი მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილი მუსიკალური ბენდი, სადაც შენი სახით ახალ როკ ვარსკვლავს ელიან;

– თეატრალური დასი, სადაც შენ დამწყები რეჟისორის ან მსახიობის როლში მოგვევლინები;

– მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. შენს იუმორზე მხოლოდ ოჯახის წევრები აღარ გაიცინებენ.

შენთვის ოქტომბერში სეუს ახალი 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დასრულდება. იცხოვრებ ყველაზე კეთილმოწყობილ სტუდენტურ საცხოვრებელში, ივარჯიშებ ყველაზე ორიგინალურ საფეხბურთო სტადიონზე და ისიამოვნებ ზაფხულში ღია და ზამთარში შემინული 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზით, რომელიც ახალი შენობის სახურავზე დამონტაჟდება.

აიხდინე ოცნებები და შეიგრძენი სტუდენტური ცხოვრების მშვენიერება სეუში!

- სეუ – შენი უნივერსიტეტი

- „სახელმწიფო გრანტს პლუს სეუს გრანტი“


- დასაქმება სეუში

- სპეციალობათა ჩამონათვალი;

- ჩასაბარებელი გამოცდები;

- მისაღები კონტიგენტი;

- რეგისტრაცია გამოცდების შემდეგ;

- სწავლის საფასურის გადახდა.

- სწავლა სეუში;

- სწავლის საფასური და დაფინანსება;

 
  კლინიკა  
   
   
  ფიტნესი  
   
   
  კლუბი  
   
   
Created by Happy
სეუ © 2009
გვერდის მესაკუთრე: ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 12/08/2009; განახლებულია: 2010-08-09
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ., 9; ელექტრონული ფოსტა: info@seu.edu.ge; ტელეფონი: 45 92 65; 93 46 18;
2174476