სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ხარისხის მართვის სამსახური

სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, პერსონალის კვალიფი­კა­ცი­ის ამაღლების, ხარისხის სისტემატური შეფასებისათვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში (შემდგომში - უნივერსიტეტი)  ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველ­ყოფის სამ­სა­ხუ­რი, რომელიც მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემატური შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების დაგეგმვას, შესრულების კოორდინირებას და მიღწევის მონიტორინგს;
  • ახორციელებს და საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის  ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებს, რომელიც ითვალისწინებს უწყვეტი ციკლის შემდეგ სტადიებს - ,,დაგეგმე - განახორციელე - შეამოწმე - განავითარე“.
  • ხელ უწყობს უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას;
  • შეიმუშავებს და ნერგავს სასწავლო პროცესის ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და კრიტერიუმებს;
  • განსაზღვრავს სასწავლო და კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს;
  • შეიმუშავებს სასწავლო და კვლევითი პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მეთოდებს და ახორციელებს პროცესების მიმდინარეობის მუდმივ შეფასებას;
  • ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლება-სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით;
  • შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების სილაბუსებისა და სხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტების ფორმებს;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივ და სტრუქტურულ ანალიზს და დასრულებულ ვარიანტს განსახილველად წარუდგენს აკადემიურ  საბჭოს;
  • ახორციელებს პროგრამების შეფასების  პერიოდულ მონიტორინგს აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ინფორმაციის სისტემური შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის მეშვეობით;
  • შეფასებების შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და გაუმჯობესებისათვის;
  • ატარებს ტრენინგებს, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრებს უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს უფროსი,  რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
  • სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია რექტორის  წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
 

Message body empty