სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

  • მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციის არმ  სტრატეგიისა და  ოპერაციული არმ-ს კრიტიკული ანალიზს, პროცესების აუდიტს.
  • სამუშაო გარემოში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკების ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას და გაუმჯობესების გზების დაგეგმვას;
  • რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;
  • შეუძლია კვლევის მონაცემების ინტერპრეტირება, მონაცემთა სიმრავლის, ან არასრული მონაცემების პირობებში ადექვატური დასკვნის გაკეთება

კომუნიკაციის უნარი: 

პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,

კერძოდ მაგისტრს შეუძლია:

  • კონკრეტული დარგობრივი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მის სტრუქტურირება და აკადემიური თუ ფართო საზოგადოებისათვის მისი წარდგენა ზეპირი თუ წერილობითი ფორმით,
  • კვლევის მასალის დამუშავების შედეგების სტრუქტურირებული და თანამიმდევრული სახით ჩამოყალიბება როგორც წე­რი­­ლო­ბი­თი, ისე ზეპირი ფორმით;
  • სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (მეორადი მონაცემების) ანალიზი;
  • წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ზეპირი წარდგენა;
  • კონკრეტულ პრობლემაზე საკუთარი მოსაზრების წერილობით გადმოცემა;
  • შეუძლია კვლევის შედეგების გადმოცემა, წერილობითი ან ზეპირი, სრული თუ განზოგადებული ფორმით; 

ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია      

შეუძლია ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმებით წარმართვა 

ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:

ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;

სწავლის უნარი: 

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე,

კერძოდ სტუდენტს შეუძლია:

  • უწყვეტი განათლების (მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის) საჭიროების გაცნობიერება;
  • საკუთარი სწავლის მისწრაფებების განსაზღვრა გარემოს და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ცოდნის გაღრმავების სტრატეგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება
  • საკუთარი ცოდნის თანამიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების გაცნობიერების მიზნით, მომავალი სწავლის სტრატეგიის შემუშავება და ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება
  • საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და სტრუქტურირების უნარის გამომუშავება;
  • გამოცდილებითი სწავლების მეოხებით პიროვნული ზრდის გამოცდილება.

ღირებულებები: 

  • კურსდამთავრებულს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა შემდეგი გზით:
  • იცის სამეცნიერო პოლემიკის, სხვა ავტორების ნაშრომების ციტირების და შედეგების გამოყენების წესები და ეთიკა. შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
  • აცნობიერებს კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობის ამოსავალ ღირებულებებს და შეუძლია აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.
  • გამომუშავებული აქვს კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარი;
  • პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.
  • პროფესიული კორექტულობა (მეცნიერული ეთიკის სტანდარტების დაცვა).
Message body empty