სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები

კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები

SEU სამეცნიერო გრანტი

საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს პროფესორებისა და ლექტორებისთვის.

კონკურსის პირველი ეტაპის საგრანტო პროექტების მიღების პერიოდი: 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით

-

საგრანტო კონკურსის ძირითადი პრიორიტეტები:

 -

  •    სასწავლო კურსების ლიტერატურის თარგმნა
  •    სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემაზე
  •    კვლევითი სტატიის საერთაშორისო რეფერირებულ, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოცემის ხელშეწყობა
  •    გამოყენებითი სამეცნიერო კვლევის განხორციელება
  •    კვლევითი ინფრასტრუქტურის ორგანიზება
  •    ერთობლივი საგრანტო პროექტების თანადაფინანსება
  •    სამეცნიერო მივლინებები

 

საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი

-

2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის ფარგლებში  საუნივერსიტეტო კვლევითი გრანტის საერთო ოდენობა შეადგენს 25 000 ლარს.

საგრანტო პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს:

  •    1 პროექტისთვის - 10 000 ლარი
  •    1 პროექტისთვის - 5 000 ლარი
  •    2 პროექტისთვის - 3 000 ლარი
  •    4 პროექტისთვის - 1 000 ლარი

 

საგრანტო კონკურსის პირობები

-

  • საგრანტო კონკურსი შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებსა და უმაღლესი განათლების განვითარების პრიორიტეტებს.
  • საგრანტო კონკურსის განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის ან ლექტორის მიერ. სხვა მკვლევარის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაშვებულ იქნას კონკურსში მხოლოდ უნივერსიტეტისა და აკადემიური საბჭოს წინანსწარი თანხმობის შემთხვევაში.
  • საგრანტო პროექტის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია პროექტში სხვა პირების ჩართვა დროებითი სამუშაოს შესასრულებლად. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტს რომლითაც უზრუნველყოფილია სეუს პროფესორების, ლექტორების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.
  • კვლევითი პროექტი უნდა შესრულდეს და მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით, ერთობლივი პროექტი - უნივერსიტეტის სახელის გამოყენებით.
  • კვლევის შინაარსი უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცისათვის და არ უნდა იმეორებდეს უკვე შესრულებულ კვლევის/გამოცემების შინაარსს.
  • აუცილებელია კვლევაში რელევანტური, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების ადექვატური წყაროებისა და კვლევის მეთოდების გამოყენება.
  • საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო განაცხადის ავტორს განაცხადის შეტანამდე შეთანხმებული უნდა ქონდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესაბამის მფლობელებთან  ამ უფლებების შემცველი წყაროების გამოყენების საკითხი.
  • საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე პროექტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები.

 

საგრანტო განაცხადის ფორმა

 

საგრანტო აპლიკაციების წარმოდგენის წესი:

საგრანტო განაცხადები მიიღება 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე [email protected]

Message body empty