სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სწავლის შედეგები


სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა ქონდეს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების ფართო, ხოლო სპეციალიზაციის სფეროს (საჯარო, კერძო, სისხლის ან საერთაშორისო სამართლის) სიღრმისეული ცოდნა, რაც აისახება ქვედარგის სტრუქტურის, ინსტიტუტებისა და სპეციალიზაციის საგნების ცოდნაში. გაცნობიერებული აქვს სამართლის არსი და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის.

კურსდამთავრებულმა იცის:

  • სამართლის ცნება და ფუნქციები, სამართლის თეორიები, ძირითადი პრინციპები, 
  • სამართლის ნორმის სტრუქტურა და სახეები, განმარტების მეთოდები, სამართლის შეფარდება, 
  • სამართლის ენა და სამართლის სისტემები; ქართული სამართლის ისტორიული წყაროები, ძველი ქართული სამართლის ცალკეული დარგები და ინსტიტუტები.
  • სახელმწიფო მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები; 
  • ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; 
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის წყაროები, ძირითადი პრინციპები, საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობები; 
  • კერძო სამართლის სისტემა, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი (პირები, გარიგებები, ვადები); სანივთო (ქონებრივი) სამართალი (ქონება, მფლობელობა, საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები); ვალდებულებითი სამართალი (ზოგადი დებულებანი, სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები); საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი; 
  • შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამართალი (შრომითი და თანმდევი ურთიერთობები); 
  • თანამედროვე საკორპორაციო სამართალი (პირთა და კაპიტალის გაერთიანების სამართლებრივი ფორმები); 
  • ადმინისტრაციული სამართლის არსი და პრინციპები, ადმინისტრაციული ურთიერთობის სუბიექტები, ადმინისტრაციული წარმოების სახეები და მათი განხორციელების წესები; 
  • სისხლის სამართლის ძირითადი ცნებები, პრინციპები და ინსტიტუტები, ცალკეული დანაშაულები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი; 
  • სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოების პრინციპები, საქმისწარმოების თავისებურებანი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, 
  • იურიდიულ პროფესიათა ეთიკა;
  • ამასთანავე, კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს შეისწავლოს სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნები

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სტუდენრს  შეუძლია : 

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე გამოიყენოს სამართლის სპეციფიური მეთოდები;
  • მიღებული ცოდნა შეუსაბამოს პრაქტიკულ სიტუაციას, მოახდინოს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიება, განმარტება და გამოყენება;
  • დამოუკიდებლად ან/და მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად იურიდიული შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტის, ხელშეკრულების, წესდების, საჩივრის, სარჩელის, და ა.შ.) შედგენა.

დასკვნის უნარი

სტუდენტს შეუძლია : 

  • სამართლებრივი პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე მისი გადაწყვეტის გეგმის განვითარებისა და შერჩეული მიდგომის დასაბუთება; 
  • სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შეგროვება, განმარტება, ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება.


კომუნიკაციის უნარი

შეუძლია მშობლიურ და არანაკლებ ერთ უცხოურ ენაზე ინფორმაციის მოძიება და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერილობით ფორმით, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის გადაცემა. ასევე შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.


უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი

პროგრამით შეთავაზებული ერთ-ერთი უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) არჩევის შედეგად სტუდენტს გააჩნია ოთხივე ენობრივი კომპეტენცია B 2+ დონის: მოსმენა, კითხვა, საუბარი, წერა,

კერძოდ: 

  • მოსმენა:    შეუძლია სამართლებრივი შინაარსის თემატიკის დიდი მოცულობის ტექსტების და გამონათქვამების გაგება/აღქმა და სწორი რეაგრება; საუბრის ზოგადი მიმართულების გაგება; საუბრის ცალკეული რეპლიკების გაგება; მოხსენების არსის გაგება.
  • კითხვა:     შეუძლია პირველ წყაროს ენაზე წაიკითხოს სამართლებრივი შინაარსის ტექსტები, საქმიანი წერილები, განცხადებები, საგაზეთო სტატიები და გაიგოს ძირითადი შინაარსი, ამოკრიბოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. 
  • საუბარი:    შეუძლია რეალურ მოვლენებზე ფაქტების მოკლედ გადმოცემა; სტატიის შინაარსის მოკლედ გადმოცემა; მოვლენების თანიმდევრული გადმოცემა; საკუთარი აზრის გამოხატვა; სიტუაციის დახასიათება.
  • წერა:         შეუძლია საქმიანი წერილების შედგენა წერის წესების დაცვით; ფლობს სამართლებრივი-სიტუაციების წერილობითი გადმოცემის უნარს და შეუძლია მათი აღწერა წერილობით შესაბამის უცხოურ ენაზე.

სწავლის უნარი

შეუძლია საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერული სიახლეების გაანალიზება. აქვს ინფორმაციის წყაროების (ბიბლიოგრაფია, დოკუმენტები, ვებგვერდები და ა.შ.), მოიძიებისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების რესურსი. შესწევს ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებისა და მუდმივი განახლების უნარი.

ღირებულებები

პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ითვალისწინებს ზოგადსამართლებრივ ღირებულებებს და იცავს პროფესიული ეთიკის ნორმებს. მზად არის, ხელი შეუწყოს ინდივიდთა უფლებების განხორციელებას და იმოქმედოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.

Message body empty